Monday, July 17, 2017

პროექტის რეფლექსია

  პირველი დღიდანვე ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მე ვისწავლე ის,რომ პროექტზე მუშაობის საშუალებით მოსწავლეებს უვითარდება მაღალი სააზროვნო უნარები,როგორიცაა : კვლევა-ძიება,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,თანამშრომლობით კეთება და ა.შ.
   საინტერესო იყო შეფასების რუბრიკების გაცნობა.ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების ჩეკლისტების შექმნა.მე აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში და გავუზიარებ კოლეგებს. დიდი მადლობა ტრენერს,რომელმაც ცოდნა და ენერგია არ დაზოგა იმისათის,რომ ჩვენთვის ინტელის საშუალებით  პროექტის კეთება ესწავლებია.

   

ჩემი პროექტი

პროექტის პორტფოლიო

Tuesday, July 11, 2017

მოსწავლის ნიმუშის შექმნის მნიშვნელობა

    მოსწავლის ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანია იმიტომ,პირველ რიგში მე თვითონ ვისწავლე როგორ გავაკეთო ბუკლეტი.ვისწავლე ტექნიკური მხარე ამ ბროშურის შექმნისათვის. მე ვიმუშავე მსოფლიოში ყველაზე ეგზოტიკურ და პატარა მელა ფენეკის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე. ახლა უკვე მზად ვარ ბავშვებს გავუზიარო მიღებული ცოდნა. მოსწავლეები შეისწავლიან მონაცემთა შეგროვებას,დახარისხებას,შეჯამებას და ინფორმაციის სხვებისთვის მომზადება გაცნობას. ადვილად დავადგენ მოსწავლეთა საჭიროებებსა და პრობლემებს.მსგავსი აქტივობა ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებს,როგორიცაა: თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის დახარისხება და ანალიზი.

მელია "ფენეკი"

Tuesday, July 4, 2017

ჩემი იდეა

     ჩემი პროექტია "ვისაუბროთ მელიებზე" 
    რამდენი ადამიანი დასჭირდება მელიას გადაწონვას? დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ყველა მახასიათებლის მიხედვით განიხილავენ მელიებს , მათემატიკისა და გაზომვის უნარ-ჩვევების მეშვეობით, საკუთარ თავს თავიანთგრძელკუდა ბეწვიან მეგობრებს შეადარებენ.    დაწყებითი სკოლის მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიან ძაღლისებრთა  ოჯახის- მელიების  სახეობას. ისინი სხვადასხვა შედარებით აქტივობას განახორციელებენ, მათსა და მელიებს შორის არსებული სხვაობის გამოვლენისა და გაზომვის ჩათვლით. ასევე, მოსწავლეები ერთმანეთს შეადარებენ ძაღლისებრთა ოჯახის- მელიების  ორი სახეობის ბინადრობის გარემოს, ზომებსა და საჭიროებებს. საბოლოოდ, მოსწავლეები შეძლებისდაგვარად სიღრმისეულ ცოდნას შეიძენენ მელიის ერთ-ერთი სახეობის შესახებ, მიღებულ  ცოდნასა და გამოცდილებას კი პრეზენტაციის შესაქმნელად გამოიყენებენ, რომელიც სხვა კლასისა და მათი მშობლებისთვის იქნება განკუთვნილი. ვფიქრობ,რომ ჩემი პროექტი მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს,მაგ როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება,მსჯელობა,კვლევა, თანამშრომლობით კეთება და ა.შ. 
    თქვენ რას მირჩევთ,ხომ არ შევცვალო რაიმე,ხომ არ შეგიძლიათ მომაწოდოთ რაიმე საინტერესო იდეა,რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩემს პროექტს.

Wednesday, June 28, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

     ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა პროექტის სწორად წარმართვისათვის  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ეს კითხვებია: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი ხასიათის.  მნიშვნელოვანია არა მარტო მასწავლებლისთვის,არამედ მოსწავლეებისთვისაც,რათა მიზნობრივად და სწორად დასმული კითხვები მასწავლებლებს ეხმარება:ფოკუსირდეს სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან თემაზე,კითხვები ეხება მნიშვნელოვან საკითხებს,პრობლემებს,ინტერესებს,უბიძგებს მოსწავლეებს ავთენტური კვლევისაკენ. მოსწავლეებში კი-სადაო მოვლენასა თუ თემას ხდის აზრიანს და მიზანმიმართულს,აღძრავს წარმოსახვასა და საკუთარ გამოცდილებას. იდეებს უკავშირებენ შესასწავლ საგანს.ხელს უწყობს სიღრმისეულ განხილვასა და კვლევას,ეხმარება შედარების შეპირისპირებისა და მსგავსების დანახვაში.
   დღევანდელი  ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის.გმადლობთ!

Tuesday, June 27, 2017

მესამე დღის რეფლექსია

     პროექტებზე მუშაობა ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.იზრდება მოტივაცია.ნასწავლი გამოიყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში.შესაძლებელია პრობლემის ადვილად  გადაჭრა. ხელს უწყობს  თანამშრომლობას, ერთმანეთთან კომუნიკაციას. ჩნდება სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება.საინტერესო პროექტის ფარგლებში ბავშვი მაქსიმალურად ჩართულია სწავლების პროცესში.ხერხდება საკუთარი თავის რეალიზება.