ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა პროექტის სწორად წარმართვისათვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ეს კითხვებია: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი ხასიათის. მნიშვნელოვანია არა მარტო მასწავლებლისთვის,არამედ მოსწავლეებისთვისაც,რათა მიზნობრივად და სწორად დასმული კითხვები მასწავლებლებს ეხმარება:ფოკუსირდეს სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან თემაზე,კითხვები ეხება მნიშვნელოვან საკითხებს,პრობლემებს,ინტერესებს,უბიძგებს მოსწავლეებს ავთენტური კვლევისაკენ. მოსწავლეებში კი-სადაო მოვლენასა თუ თემას ხდის აზრიანს და მიზანმიმართულს,აღძრავს წარმოსახვასა და საკუთარ გამოცდილებას. იდეებს უკავშირებენ შესასწავლ საგანს.ხელს უწყობს სიღრმისეულ განხილვასა და კვლევას,ეხმარება შედარების შეპირისპირებისა და მსგავსების დანახვაში.
დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის.გმადლობთ!
No comments:
Post a Comment